ზუგდიდის მერია ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების პროგრამას აგრძელებს

ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომისიამ ორი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. „საერთაშორისო ბიზნეს სკოლა", რომელმაც წარმოადგინა პროექტი "პირადი ფინანსებისა და ცხოვრებისეული სიტუაციების მართვის საშაბათო სკოლა ახალგაზრდებისთვის".

პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნულ განვითრებას არაფორმალური განათლების მიღების გზით. კერძოდ, ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ცოდნის დონის გაზრდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მასში 30 ახალგაზრდა ჩაერთვება.

პროექტი „ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი" მიზნად ისახავს ჩოგბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების ჩართულობას, რეგიონის განვითარებას და საზღვაო ტურისტული ზონის პოპულარიზაციას.

ტურნირს ა(ა)იპ „ზუგდიდის ჩოგბურთის სამოყვარულო კლუბი" წელს მესამედ გამართავს.

„ზუგდიდის მერია ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღებას აგრძელებს.

თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5000- ლარამდე დაფინანსება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს; ახალგაზრდულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით.

პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები.

დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.

კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი თემატიკის პროექტები:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

გენდერული თანასწორობის მიღწევა;

ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;

ახალგაზრდების პიროვნული განვითარება არაფორმალური განათლების მიღების გზით;

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისთვის;

და სხვა ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

წარმოდგენილი პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა