თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ.

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 29 წელი გავიდა. მსურს მადლიერება გამოვხატო სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი. აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს, ყველანი ვამაყობთ თქვენით. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი კოლეგების ხსოვნას.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. მადლობა ბატონ გენერალს გატარებული რეფორმებისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე.

სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით