უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები შეტევას 4 მიმართულებით ახორციელებენ

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს 4 მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით ახორციელებენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღე-ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიას საჰაერო ბაზირების Х-22 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტითა და S-300 ტიპის 2 საზენიტო რაკეტით დაარტყეს.

„გარდა ამისა, მტერმა 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 42-ჯერ დაბომბა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი - საზენიტო სარაკეტო სისტემას. უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის პუნქტს, „ბუკის“ ტიპის 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს