„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სოფელ ქესალოში პარტიის ოფისი გახსნეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა, სოფელ ქესალოში პარტიის ოფისი გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვაგრძელებთ ოფისების გახსნას, ვიმყოფებით სოფელ ქესალოში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა აბსოლუტურად უანგაროდ დაგვითმო მისი საკუთრება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ქალაქში, სოფელში გააძლიერებს ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში ჩასვლას, სადაც ადამიანებს ავუხსნით, რას გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა” მას შემდეგ, რაც „რუსული ოცნება” დამარცხდება. დაწყებული სოციალურო პრობლემებით, ეკონომიკური მხარდაჭერით ხალხისთვის. ასევე ცხადია ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, როგორც გარანტი და ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, საერთო გამარჯვებისთვის „ნაციონალური მოძრაობის” ყოველდღიური ზრდა მნიშვნელოვანია.

„ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იკრიბება. ვფიქრობთ, რომ ეს ყოველდღიური ზრდა „ნაციონალური მოძრაობისა“ იქნება მნიშვნელოვანი იმ საერთო დიდი გამარჯვებისთვის, რომელსაც აუცილებლად მოიპოვებს ოპოზიციური ერთობა და ეს გამარჯვება იქნება „რუსული ოცნების” დასრულება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს