ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს - არაფრის გატარებას არ ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ!

არაფრის გატარებას არ ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, - ასე მიმართა ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს.

ბიძინა ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე და მასზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაში ძალიან დიდ ფულსაც იხდის იმიტომ, რომ მას სწყურია ქართველი ხალხის სისხლი. იმ პირობებში, როდესაც მისსავე პარტიას ხელმძღვანელობს "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე, რომლის პრემიერ-მინისტრიც გახლავთ მისი შვილის პირადი სათამაშო ირაკლი ღარიბაშვილი, ცხადია, ამ რუსებს, პუტინისტებს, პატარ კაცუნებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, უკანასკნელ რამდენიმე წელში მათ მოკლეს პედაგოგი ია კერზაია პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლით და შანტაჟით, მათ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე ასევე მოსყიდვის მცდელობით, შანტაჟითა და მუქარით და როდესაც არ გაყიდა ნუგზარ ფუტკარაძე, ასე დაასრულა მან სიცოცხლე, გარდაიცვალა. ასევე, მათ უმოწყალო ცემით მოკლეს ლექსო ლაშქარავა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს. ისინი სადგისით თავს დაესხნენ ირაკლი ნადირაძეს, თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს, 16-17 წლის ბავშვებს და ქვებს ესროდნენ, პუტინისტები ჯავახიშვილის უნივერსიტეტში თავს დაესხნენ ახალგაზრდებს, ვისაც რუსეთი და პუტინი არ უნდა, თავს დაესხნენ ბათუ ქუთელიას, ლევან ბერძენიშვილს. გუშინ, თავს დაესხნენ ოპოზიციური არხის დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს. ასევე, გარდაბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად საბურავები დაგვიჭრეს. გუშინ, ყველაზე მძიმედ, ფიზიკურად მიპარვით, მუხანათურად ჩაუსაფრდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმაშვილს და ძვლები დაუმტვრიეს, და ახლა, საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი და ზონდერიც, რომლებსაც აორგანიზებენ ეს „ჩმორები“, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას მსგავს, კობახიძის მსგავს და ღარიბაშვილის მსგავს „ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით! არაფრის გატარებას ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, მუხანათურად ჩუმად და ჩასაფრებით არ გააკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევ სამართალდამცველებსაც მიმართა.

„მინდა, რომ თუნდაც ეს საქმეც არსებობდეს თაროზე, „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. პირველ რიგში, მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს ამ თავდასხმების შესახებ.

მივმართავ ხალხს, სანამ ამათ თუნდაც პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდებათ, ყველას მოგვივარდებიან სახლში. ასე ჰგონიათ, რომ დაგვაშინებენ და ასე ფიქრობენ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებიაო, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების, უკაცრავად და ერთი ადგილი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული და ცდილობენ შექმნან, რომ თითქოს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. საქართველო არ არის გაყოფილი ორად, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროინტეგრაცია, ეს არის 90 პროცენტი და საქართველოს მოქალაქეს ცხადია არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო და თუ ვინმეს სურს მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთად, ერთობით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით