არჩილ თალაკვაძე - „რუსული ოცნება“ არ არსებობს, არსებობს რუსული გეგმა და ამ რუსული გეგმის ნაწილია რადიკალური ოპოზიცია

ოპოზიცია მუდმივად იმეორებს სიტყვებს „რუსული ოცნება“. რეალურად „რუსული ოცნება“ არ არსებობს, არსებობს რუსული გეგმა და ამ რუსული გეგმის ნაწილია რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ზიზღის ენას, ძალადობას, საინფორმაციო ცილისწამების, თავდასხმების კამპანიას აწარმოებს და ძალიან ცუდი გავლენა აქვს როგორც პოლიტიკაზე, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

"ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, არასწორი, სწორედ ამიტომ ვამბობდით და მინდა გავიმეორო დღესაც, პოლიტიკაში ზიზღის ენა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, თავდასხმები, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავს რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, არის მიუღებელი. ხელისუფლება სწორედ ამიტომ ამბობს, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია და ეს უნდა იყოს ორმხრივი. ზიზღის ენას, ძალადობას, საინფორმაციო ცილისწამების, თავდასხმების კამპანიას, რასაც ოპოზიცია ახორციელებს, ძალიან ცუდი გავლენა აქვს პოლიტიკაზეც და ურთიერთობებზეც, რაც საზოგადოებაში არსებობს. ძალადობა და ძალადობით რაიმე ურთიერთობის გარკვევა, პოლიტიკაში მიუღებელია და ჩვენ რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია მუდმივად იმეორებს სიტყვებს "რუსული ოცნება". რეალურად "რუსული ოცნება" არ არსებობს, არსებობს რუსული გეგმა და ამ რუსული გეგმის ნაწილია რადიკალური ოპოზიცია დღეს, როცა ოპოზიციაშია და რუსული გეგმის ნაწილი იყო, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. ისინი ძირს უთხრიდნენ და მათ დაასამარეს საქართველოს ევროპული მომავალი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ეს არის რუსული გეგმა, ამიტომ არავითარი გაღიზიანება ამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას