გიგი გიგიაძე - ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ნებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - შედეგზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ექნება

ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკურ ნებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შედეგი, რომელიც ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დადგება, მმართველი გუნდის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„არსებობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც არის სრულიად შეუსრულებელი, ეს არის - დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, კლანის მმართველობა და დასანქცირებული მოსამართლეები, ამას ემატება რეალობა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით, სადაც ფაქტობრივად, სამოქალაქო საზოგადოება არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი, პოლიტიკურად უფრო წონადი რეკომენდაციები ვფიქრობ, რომ იქნება გათვალისწინებული განსაკუთრებით უფრო მეტი ყურადღებით და შესაბამისად, მათ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. არსებობს სხვადასხვანაირი გამოცდილება, მაგალითად, ბოსნია ჰერცოგოვინის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დადებითად, მაგრამ ჩაიწერა, რომ ამას იმსახურებს ბოსნია ჰერცოგოვინას ხალხი და არა ხელისუფლება. სხვადასხვა მოლოდინი არსებობს, რა შეიძლება გააკეთოს ევროკომისიამ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების პოზიციების შორის, ქვეყანას წარმოადგენს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა იმ შედეგზე, რომელიც დადგება იქნება საქართველოს ხელისუფლების, მმართველი გუნდის“, - განაცხადა გიგიაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება