სომხური მედია - აზერბაიჯანელებმა სომხების პოზიციები დაბომბეს, დაიღუპა 4 ჯარისკაცი

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სომხეთის პოზიციები დაბომბეს, - ინფორმაციას სომხური მედია ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მარტუნსა და მარტაკერტში სომხური პოზიციების არტილერიით დაბომბეს, ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები“, - აცხადებენ ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც. მათი ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ დაარტყა უკანონო სომხური შეიარაღებული რაზმების პოზიციებს აღდარასა და ხოჯავანდის მიმართულებით, რის შედეგადაც მათი 4 წევრი „გაანეიტრალეს“.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება