1-ელ ივლისს გორი მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-ელ ივლისს ქალაქი გორი, ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა.

„წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრის სპექტაკლი -„წითელქუდა“ და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც ჩატარდება გიტარისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპები. ასევე, მოეწყობა ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი. საღამოს 20:30 სთ-დან კი ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ: დათუნა სირბილაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნათია პერანიძე, ლიკა დოლიძე, თეატრალურის კვარტეტი, ანსამბლი „ქართული ხმები“, ჯგუფი „ლაიქ ბენდი“ და პიანისტი ნინო გულიაშვილი“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს