ქართული პრესის მიმოხილვა 28.06.2023

რა შეიძლება რეალურად მიიღოს საქართველომ ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

ზღვაზე დასვენება საშიში არ არის, მაგრამ ჯავშნები მაინც უქმდება

***

რა შეიძლება რეალურად მიიღოს საქართველომ ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

“მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტის ფონზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შეიძლება რეალურად მიიღოს საქართველომ ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

"შეხვედრის განხილვის მთავარი თემა მომავალი ვილნიუსის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მოკავშირეების თავდაცვის და უსაფრთხოების გაუმჯობესება იყო. რას ელოდება საქართველო ვილნიუსის სამიტისგან, როცა ნატოს მთელი პრიორიტეტი უკრაინისკენაა მიმართული - ექსპერტებს აქვთ როგორც ოპტიმისტური, ასევე, სკეპტიკური პროგნოზები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვილნიუსის სამიტი გაფართოებაზე არ იქნება ორიენტირებული. ვილნიუსში ვიზიტისას გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნაუსედას ნატოში ლიეტუვის წვლილისთვის და ალიანსის მომავალი სამიტის მასპინძლობისთვის. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას რუსეთში", შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საკითხი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმ დიდი სტრატეგიული შეცდომისა, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით. რადგან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება"- განაცხადა სტოლტენბერგმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„გენერალურმა მდივანმა ასევე დაგმო რუსეთის განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და მას "უგუნური და უპასუხისმგებლო" უწოდა. „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ, ნატო ფხიზლად რჩება. თუ რუსეთი თვლის, რომ შეუძლია დაგვაშინოს უკრაინის მხარდაჭერის გამო, ის კრახისთვის არის განწირული"-განაცხადა სტოლტენბერგმა. ლიდერებმა განიხილეს ვილნიუსის სამიტის საბოლოო მზადება, ეს მოიცავს დახმარების მრავალწლიან პაკეტს და გაუმჯობესებულ პოლიტიკურ კავშირებს უკრაინასთან, ასევე მოკავშირეთა შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას - ახალი რეგიონალური გეგმებით და საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის როტაციული მოდელით. მოკავშირეები ასევე შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციის დაპირებაზე მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტზე. ნატოში გაწევრიანების გეგმებს სახავენ მიზნად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მკაფიო გზავნილებს ელის. „მოველით, რომ ჩვენ მოგვცემენ მკაფიო, გასაგებ სიგნალს და ფორმულას, რომლითაც ჩვენ აშკარად გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო" - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა“, - განაგრძობს გამოცემა.

„საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე მივიღოთ პოზიტიური გზავნილები და გარკვეული პერსპექტივები, თუმცა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების საკითხი იმდენად აქტუალიზებული არ არის ალიანსში. „ახლა შესაძლებლობა არის ბევრი - დაწყებული სამიტის რეზოლუციაში პოზიტიური ჩანაწერიდან, დასრულებული კონკრეტული ნაბიჯით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია, იმიტომ, რომ ბევრად არის დამოკიდებული როგორი იქნება ვითარება სამიტზე და პოლიტიკური პოზიციები. „წმინდა თეორიულად მაპის მიღების პერსპექტივაც არსებობს, მაგრამ ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ ახლა ამ წუთში გაფართოების თემა აქტუალიზებული არ არის ალიანსში. „შესაძლებელია ესეც, რომ თანამშრომლობა ნატოსთან გაფართოვდეს და გაღრმავდეს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოტენციურ პროგნოზებზე და არა ის რაც რეალურად უნდა მოხდეს, თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

„ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებს ვერ ხედავს და საქართველოს ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს ნატოსთან დაახლოების პოლიტიკაში. „მე საერთოდ, არ ვიცი დღეს ნატოსგან ხელისუფლება რამეს ითხოვს თუ არა, იმიტომ რომ ასეთი სიჩუმე ნატოს სამიტის წინ მე არ მახსოვს, საერთოდ არავინ საუბრობს ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან, „საუბარი მაქვს - პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საერთოდ არ მესმის ნატოში ინტეგრაციის თემაზე, რაიმე დინამიკა, რაიმე განცხადება, რაიმე ნაბიჯი, რომ რომელიმე პარტნიორთან წამოწიეს ეს საკითხი, მაშინ როდესაც დღევანდელ დღეს უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები. „ამიტომ მე ვერ გეტყვით, შეიძლება რაღაცა ხდება და მე არ ვიცი, ეს არის ის საკითხი, რა კითხვაც უნდა დაუსვათ ხელისუფლებას. ახლოვდება ნატოს სამიტი და რას აკეთებენ დღევანდელ დღეს. „შანსები ძალიან ბევრი რამის არსებობს, მაგრამ რას ვაკეთებთ, როდესაც იცვლება უსაფრთხოების სტრუქტურა, უსაფრთხოების არქიტექტურა, როდესაც თვითონ ნატო საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს პარტნიორთა დაცულობა, შანსები ბევრი რაღაცის არსებობს. „მაგალითად, ბოლო ნატოს სამიტმა გვაჩვენა, რომ იმის შანსიც კი არსებობს, რომ მაპის გარეშე გაწევრიანდე ნატოში ფინეთის მაგალითიდან გამომდინარე. „მაპის მიღების პერსპექტივა თუ არსებობს მე არ ვიცი იმიტომ რომ ამაზე ხელისუფლება არ ლაპარაკობს. მე საერთოდ ვერ ვხედავ საქართველოს ბოლო საგარეო პოლიტიკური აქტივობების დღის წესრიგში ნატოს თემას, რაც ძალიან მაწუხებს" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

ზღვაზე დასვენება საშიში არ არის, მაგრამ ჯავშნები მაინც უქმდება

„უკრაინაშირუსეთისმიერკახოვკისკაშხლისაფეთქებისგამო, წლევანდელტურისტულსეზონსნაწილობრივსაფრთხეშეექმნა. მიუხედავადსპეციალისტებისმიერგაკეთებულიგანცხადებებისა, რომლისმიხედვითაც, საქართველო, ამეტაპზე, რისკზონაშიარარის, მოსახლეობისერთინაწილიმაინცპანიკაშია, რამაცერთგვარიასახვაბიზნესზეცმოახდინა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,ზღვაზე დასვენება საშიში არ არის, მაგრამ ჯავშნები მაინც უქმდება / სასტუმროს მფლობელები და ტუროპერატორები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე ხალხი და სპეციალისტები

„კახოვსკის ჰესის აფეთქების შემდეგ, როგორ სამტავრობი უწყებებიდან, ისე სპეციალისტების მხრიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა იმისა შესახებ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საფრთხე არ ელის, მაგრამ ამ ფაქტმა მოსახლეობაში შიში მაინც ვერ გააქარწყლა. საკურორტო სეზონი უკვე პიკისკენ მიდის, მაგრამ სასტუმროებს ჯავშნები უქმდება. როგორც ვახტანგ ქართველიშვილმა განაცხადა, ყველაზე მეტად საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩამოსვლისგან თავს ევროპის ქვეყნებიდან იკავებენ და ამ ეტაპზე აქტიურობს სომხეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები. „ძირითადად ჯავშნები უქმდება ევროპიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. ევროპელ ტურისტებს შეეშინდათ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსვლა, თუმცა ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობთ, მათთვის სწორი ინფორმაციის მივსწოდოთ. ამ ეტაპზე ყველა გვიდასტურებს, რომ რისკი არ არის და საპანიკო არაფერია“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველოში შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ შემოწმდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ითქვა, რომ კვლევების შედეგად ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები განისაზღვრება. ფაქტია, რომ მომხდარმა შემთხვევამ ტურიზმის სეზონის გააქტიურებამდე იქონია გავლენა. დარგის სპეციალისტი მაია სიდამონიძე ადასტურებს, რომ ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე გარკვეულ შეფერხებას გამოიწვევს. "მეც, როგორც პოტენციური დამსვენებელი, ძალიან დავიბენი, რადგან თან მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ შავ ზღვაში მომწამვლელი ნივთიერება ჩაიღვარა და ჩვენამდე მოდის და თან აქაური სპეციალისტები ამბობენ, რომ სანამ საქართველომდე მოვა, გაიწმინდება და საშიში არაფერია. ზოგადად, როდესაც ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს, აუცილებლად იმოქმედებს ხალხზე, თუნდაც თავის დაზღვევის მიზნით, რომ მოსალოდნელი რისკი თავიდან აიცილონ. გაურკვევლობა ტურიზმის სეზონზე აუცილებლად იმოქმედებს, არა მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების მხრივ, არამედ ადგილობრივ დამსვენებელზეც, თუმცა ალბათ, ისევ რუსების იმედზე ვიქნებით და ისინი შეგვივსვებენ ამ ვაკუუმს”, - განუცხადა "რეზონანსს” სიდამონიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

„არიან ისეთებიც, ვინც საფრთეებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე დიდი გავლენა არ ექნება. პროფესორი ნიკა კვარაცხელია მიიჩევს, რომ მოსახლეობას არკვეული შიში ექნება, მაგრამ მასებზე ფართოდ არ გავრცელდება. "მგონია, რომ ძალიან დამაიმედებელი იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შეფასება და მონიტორინგი წყლის მდგომარეობის შესახებ. ითქვა, რომ წელს ზღვის წყალი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბუნების დამცველებმა კი დაადასტურეს, რომ ჯერჯერობით შავ ზღვაზე დინება ჩრდილოეთისკენ მიდის, ხოლო ზამთრის შემდეგ უკან, სამხრეთისკენ წამოვა. ამდენად, ამ ორი დასკვნის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ წელს შავ ზღვაზე დასვენება სახიფათო არ უნდა იყოს, მით უმეტეს საქართველოში. რა თქმა უნდა, მოსახლეობა ფრთხილობს, თუმცა შეიძლება ეს სპეციალურად აგორებული პროპაგანდაც იყოს, რომ ჩაიშალოს ზაფხულის სეზონი. იმ კონკურენტი ქვეყნების მიერ, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში ტურისტები ნაკლებად შემოვიდნენ. შიში მოსახლეობას მაინც ექნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება ხალხზე ფართოდ არ გავრცელდება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, გერმანელი სტუმრები მყავდნენ უნივერსიტეტში და თქვეს, რომ მათ შიში საერთოდ არ აქვთ. იმასაც გააჩნია, როგორი კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე. გერმანელები მოწესრიგებული ხალხია და მათი საელჩო გააფრთხილებდა საშიში რომ ყოფილიყო რამე. ასეთი განცხადება არც ერთ საელჩოს არ გაუვრცელებია”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა კვარაცხელიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა