ჯეიმს ო'ბრაიენი - ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში - ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა

მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებული არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება