ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ პროპორციულად - ვინმე გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? - ექნება პროპორციულად ადეკვატური პასუხი!

ჩვენ ყოველ ჯერზე ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ პროპორციულად - ვინმე გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? - ექნება პროპორციულად ადეკვატური პასუხი! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ არავითარ ძალადობას გამართლება არა აქვს, ძალადობა არის დასაგმობი და თუკი ვინმემ დააშავა, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რასაც შესაბამისი უწყება გააკეთებს.

“ცემა, ძალადობა არის კრიმინალი და მთელი რიგი გარემოების გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. გამომდინარე აქედან, დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს.ჩვენ არ ვართ ორიენტირებული იმისკენ, რომ რაიმე ტიპის ძალადობა მოხდეს - ეს ჩვენი მიზანი არ არის. პირიქით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც რომ მოხდეს, ვინმემ შეიძლება ხელი გაიშვიროს. ეს არ არის სწორი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას