"ვოლტი" უკვე თელავშია - უფასო მიტანა პირველი ორი კვირა!

"ვოლტი" თავისი რეგიონული ქალაქების სიას კვლავ აფართოებს და 26 ივნისიდან "ვოლტის" სერვისით სარგებლობა უკვე თელავშიც არის შესაძლებელი. "ვოლტი" საქართველოს შვიდ ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში და, ახლა უკვე, თელავშიც.

რეგიონებში მომხმარებელს შეუძლია "ვოლტით" შეუკვეთოს როგორც ქსელური და ადგილობრივი რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, ტექნიკის, წიგნების, ყვავილების და მრავალი სხვა მაღაზიიდან თუ სავაჭრო ობიექტიდან.

თელავში მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს ექსკლუზიურად მხოლოდ "ვოლტზე" ისეთი რესტორნებიდან როგორიცაა Gemart Shawarma, Doli, Badia, Gemart Conditery, აგრეთვე ისეთი მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან როგორიცაა: Ludis Sakhli Krombacher, Carrefour, Spar, Europroduct, Magniti, PSP, GPC, Pharmadepot და სხვა.

თელავში "ვოლტის" მომხმარებლები 10 ივლისამდე ნებისმიერ შეკვეთაზე მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებენ, სამომავლოდ კი შეეძლებათ "ვოლტის" ყველა უპირტესობის გამოყენება, როგორიცაა ფასდაკლებები, ქეშბექის აქციები, მრავალფეროვანი სპეციალური შეთავაზებები და, რა თქმა უნდა, Wolt+, რომლის გააქტიურებისას მიტანის საფასური ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე 0 ლარია.

ასე რომ, ჩამოტვირთეთ "ვოლტის" აპლიკაცია და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, სურსათი, მედიკამენტები, წიგნები და სხვა მრავალი პროდუქტი 24/7-ზე და მიიღეთ თქვენი შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე თელავშიც!

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს