აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, ხოლო ბაკალავრის 11 სტუდენტი სწავლას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, სასწავლო და სტაჟირების პროგრამით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე სტუდენტებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა პრაქტიკა გერმანიაში. ასევე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 11 ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა საზღვარგარეთ.

„სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად, კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს სტუდენტების სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანია ის აკადემიური და სამუშაო გამოცდილება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ქვეყნებსა და ინსტიტუციებში იძენენ. ჩვენი ევროპელობა სწორედ ჩვენი შრომით და მიღებული ცოდნით უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ მიზნად დავისახეთ სტუდენტების სწავლისა და დაფინანსების ყოველწლიურად გაზრდა. ეს დაპირება შესრულებულია. ახლა ჯერი ახალგაზრდებზეა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, 2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს. განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინანსებაზე.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით