„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივნისს 08:00 საათიდან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქ დუშეთში და მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, არღუნი, ჩირდილელიანთკარი, მილახვრიანი, კობიაანთკარი, ჩანადირთკარი, ახალი ტონჩა, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 08:00-დან 08:15 საათამდე და 10:45-დან 11:00 საათამდე - დაბა ფასანაურში, სოფლებში კაიშაურები, ჭოპორტი, ახატანი, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში, ასევე გუდაურში.

08:00 საათიდან 08:15 საათამდე და 10:45-დან 11:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი, ხოლო 12:00 საათიდან 14:30 საათამდე - სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, წილკანი, გალავანი, ბიწმენდი.

08:00 საათიდან 08:15 საათამდე და 10:45-დან 11:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არშა, სიონი, სნო და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში“ ყანობი, კობი, ალმასიანი, ოქროყანა, უხათი, ზემო ოქროყანა, გიმარა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს