​ფოთის მერი - ​მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ​არსებული პრობლემების გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენთვის

​ფოთის მერი - ​მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ​არსებული პრობლემების გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენთვის

ქალაქ ფოთში, მიმდინარე წელს 6 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 4 საცხოვრებელ სახლში​ ძველი​ და​ ამორტიზებული ლიფტები​ -​ ​​სრულიად ახალი​, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, ხოლო 2 მისამართზე ლიფტებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ​არსებული პრობლემების გადაწყვეტა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ ​აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის ინფრასტრუქტურული განახლების პროცესს”, -განაცხადა ფოთის მერმა.

დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. მათ ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და საჭიროებები მოისმინა.