სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართვასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდებს, ადამიანის უფლებათა სამოქალაქო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი უზრუნველყოს. ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორის, თამარ ონიანის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემავიწროებელი პრაქტიკა და არ დაუპირისპირდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ ღირებულებათა წესრიგს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი შექმნის უკეთეს სამოქმედო გეგმას, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ზოგიერთი განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფი, მათ შორის ლგბტქი ადამიანები და მათი საჭიროებები საერთოდ არ არის სტრატეგიაში ნახსენები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 31 ივლისს გამოვაქვეყნებთ მოსაზრებას, რომელთა გათვალისწინებითაც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია“, - განაცხადა თამარ ონიანმა.

ხელისუფლებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო", "უფლებები საქართველო", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ღია სივრცე კავკასია", "კანონის უზენაესობის ცენტრი", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი", "თანასწორობის მოძრაობა", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", "თანასწორობა 17", "ქვიარ ასოციაცია - თემიდა", ასოციაცია "ანიკა", ასოციაცია "დეა", "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია", "თანასწორობა თანაბარი უფლებებისთვის", "ფსიქიატრის სერვისი მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი", "საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია", "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის", "სოლიდარობის თემი", "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ", ა/ო "ვიმეგობროთ", მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება საქართველო".

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა