ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის უარი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე განპირობებულია საშიშროებით, რომელიც უკრაინის არც ერთ მოკავშირეს არ აქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის უარი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი და კიევი ითხოვენ, განპირობებულია საშიშროებით, რომელიც უკრაინის არც ერთ მოკავშირეს არ აქვს.

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არსებობს იმის საშიშროება, უკრაინისთვის ისრაელის შეიარაღების გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული შეიარაღება რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდეს და ირანს გადაეცეს. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე „რკინის გუმბათი“.

„თუ აღნიშნული სისტემა ირანის ხელში აღმოჩნდება, მილიონობით ისრაელის მოქალაქე დაუცველი დარჩება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება