კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქალაქ ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს.

„ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის. ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს ეწვია. ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ბერგმანმა, სტუმრებს, ჰოსპიტლის შენობა დაათვალიერებინა, ისაუბრა სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებზე; განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანებისთვის იმ გამოწვევების დაძლევას, რომელთაც მათ წინაშე პოსტ-ომის სინდრომი აყენებს და ამ გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებზე, საზოგადოების მხრიდან გაწეული თანადგომის მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიელ სამხედრო ექიმებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები: გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები. კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა