სანდრო ჭუმბურიძე - პარტნიორებისგან დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები მივიღეთ იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკურ სანქციებზე მომუშავე დიპლომატების თბილისში ვიზიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოს ყოფილ ელჩს, საბერძნეთში, უნგრეთში, ხორვატიასა და მონტენეგროში, სანდრო ჭუმბურიძეს ესაუბრა.

- ბატონო სანდრო, თბილისში დასრულდა ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებ ვიზიტი საქართველოში.

ბევრი ვარაუდობს, რომ შეუძლებელია დახურულ კარს მიღმა სტუმრები უფრო კრიტიკულები არ ყოფილიყვნენ, მაგრამ , კარგია, რომ ვიზიტის შედეგებზე სტუმრებმა საკმაოდ დადებითი შეფასებები გააკეთეს. თუმცა, ამას თან ერთად თქვეს - „საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, შესაძლოა, იმედგაცრუებული ვართ, რომ ას არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება იყოს ევროკავშირის წევრი“.

დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით მიუხედავად ამ შენიშვნისა, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირთან, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, რომ საქართველოს გავლით რუსეთში არ მოხვდეს ისეთი საქონელი, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში დაეხმარება.

თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ და როგორ შეაფასებდით თბილისში იმ ადამიანების ვიზიტს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ცოტა ხნის წინ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში მოიხსენია, რომლიდანაც შესაძლოა, რუსეთში ხვდება ომისათვის საჭირო ტვირთები?

- სამივე სტუმარი ხაზს უსვამდა იმას, რომ მათი მიზანია აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან, რომ „რუსეთმა არ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად“.

დაგრჩათ განცდა, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს იმისათვის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენოს „თავისი ომის მანქანის დასაფინანსებლად“?

- სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი დროული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მძიმე გამოწვევების ფონზე, ურთულეს პერიოდს გავდივართ. მათ შორის, ვგულისხმობ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს.

დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ყველა ის ქვეყანა, ვინც ვაჭრობს რუსეთთან, მათ შორის, საქართველოც, რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი რისკების ქვეშ დგას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა დეტალური მექანიზმები, როგორც ეროვნული ბანკის მიმართულებით, ისე საბაჟო კონტროლის კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული სანქციების გვერდის ავლა. გადამწყვეტი როლი სწორედ ამ მექანიზმების ეფექტიან იმპლემენტაციას ენიჭება.

ყველა ის ქვეყანა, ვინც ვაჭრობს რუსეთთან, მათ შორის, საქართველოც, რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი რისკების ქვეშ დგას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა დეტალური მექანიზმები, როგორც ეროვნული ბანკის მიმართულებით, ისე საბაჟო კონტროლის კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული სანქციების გვერდის ავლა

რა თქმა უნდა, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პარტნიორებისგან დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები მივიღეთ იმისათვის რომ რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლების პარალელურად, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ბიზნესსაც, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ სანქციების კუთხით, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ასევე გასათვალისწინებელია, დიდი რაოდენობის ახლად დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაარეგისტრირეს. ვფიქრობ, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან საჭიროა ამ პროცესის დეტალური მონიტორინგი. ყველაზე დიდი ინტერესი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნეს წრეების დასანქცირების, სწორედ რუსეთს აქვს.

- ერთ-ერთმა სტუმარმა პირდაპირ გვითხრა - “ერთადერთი პრობლემა პირდაპირ ფრენებშია, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღება გვჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის აღდგენილი ფრენები არ აღმოჩნდება „ის სუსტი წერტილები“, რომლის საშუალებითაც დაირღვევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები?

- კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის, ყველა დამატებითი კავშირი ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ბუნებრივია, ზრდის ჩემს მიერ რისკებს, მათ შორის, პირდაპირი ავია მიმოსვლის კუთხით.

- ვნახეთ, რომ სტუმრები ასეა თუ ისე, მაინც გაგებით ეკიდებიან იმას, რომ საქართველო არ მიერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მაგრამ, მათ ვრცლად ისაუბრეს ასევე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე იმ სფეროში, რაც ეხება იმას, რომ რუსეთმა არ მიიღოს სამხედრო მრეწველობისთვის მაკომპლექტებლები.

მათ საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველო რაც უფრო შეამცირებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, მაქსიმალურად გაზრდის ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.

რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს იქნება სანქციების ქვეშ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ქართულმა ბიზნესმა პარტნიორები უფრო ევროპას ადა ამერიკაში ეძებოს, ვიდრე რუსეთში?

- ჩვენი ბიზნეს საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და ამოცანაა, რომ ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებასა და განვითარებაში. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ დივერსიფიკაცია, ვინაიდან დასავლური ბაზარი გრძელვადიან პერიოდში განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

აუცილებლად უნდა მოვახდინოთ დივერსიფიკაცია, ვინაიდან დასავლური ბაზარი გრძელვადიან პერიოდში განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

შესაბამისად, ყველა ის ქართული კომპანია, რომელსაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს, სასურველია, დაფიქრდეს რისკებზე და დაიწყოს დივერსიფიკაციის პროცესი. სწორედ ქართულ ბიზნესზე გადის დღეს ეროვნული ინტერესების დაცვა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა