გორის მერია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გამართულ ინტეგრირებულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს და აღნიშნული პროექტის ორგანიზატორს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გამართულ ინტეგრირებულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ გორელ მონაწილეებს და აღნიშნული პროექტის ორგანიზატორს ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პროექტის გორელმა მონაწილეებმა მშობლიურ ქალაქში 3 გარდამავალი თასი ჩამოიტანეს. მათ ორი თასი გუნდურ, ერთი კი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოიპოვეს.

გუნდური წარმატებები: აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი, ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი.

ინდივიდუალური წარმატება მინი გოლფის ინტეგრირებული ჩემპიონატი, გამარჯვებული გიორგი მოდებაძე.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სიგელები გადასცა.

მერმა ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის სიგელი გადასცა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება სხვადასხვა აქტივობით.

პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს. ის ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას. პროექტის მხარდამჭერი და სპონსორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება