დავით მახათაძე - 21-ე საუკუნეში ლაქტოზის აუტანლობა პრობლემა აღარ არის

ინტერვიუ პედიატრ, ბავშვთა გასტროენტეროლოგ დავით მახათაძესთან, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

- რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

- ლაქტოზა ეს არის რძეში შემავალი შაქარი, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტს. ფერმენტი ლაქტაზა მონაწილეობს რძის შაქრის, ლაქტოზის დაშლაში. როდესაც არის ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, რძის საქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი, მაგრამ თუ არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რათქმაუნდა ეს უკვე დაავვადებაა, რაც განპირობებულია განეტიკურად.

- რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?

- ფერმენტ ლაქტაზას სრული დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40 % და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოვებით 90 % -ს. საქართველოშიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ მოგეხსენებათ კვლევები ძვირი სიამოვნებაა შესაბამისად ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30 დან 50 პროცენტამდე მერყეობს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რა პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი?

- დიარეა, ამოქაფება, ხშირ შემთხვევაში ღებინება, რათქმაუნდა მუცლის შებერილობა.. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. ზოგს იგი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ეწყება, ზოგ შემთხვევებში ცოტა მოგვიანებით იჩენსხოლმე თავს. ძირითადად რძის და მისი პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.

- რა ასაკში ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა?

- ლაქტოზის აუტანლობა ვლინდება ჩვილობიდანვე, თუმცა 3-4 წლის ასაკისთვის შეიძლება იგი დარეგულირდეს. არის ხშირი შემთხვევები, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება ლაქტოზის აუტანლობა და უჭირთ რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მონელება

- როგორია გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს?

- გამოსავალი არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტოზის შემცველი პროდუქტი. ყველაზე მეტ ლაქტოზას რძე შეიცავს, რძის შემცველ პროდუქტებსი ის ნაკლებია , თუმცა გააჩნია რა ხარისხსი აქვს ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა. არის ისეთი შემთხვევევბიც, როდესაც ადამიანი ასევე ვერ ინელებს მაწონს და ისეთ პროდუქტსაც კი, როგორიცაა მაგალითად ყველი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ულაქტოზო რძე , მაწონი... შესაბამისად ამ სინდრომის დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ეს პროდუქტები.

- თქვენ მაწონი ახსენეთ, არის თუ არა კვებითი ღირებულებით განსხვავებაა ჩვეულებრივ მაწონსა და ულაქტოზო მაწონს შორის?

- არანაირი. ულაქტოზო მაწონიც ისევე შეიცავს ბიფიდობაქტერიებს, იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუსაობისთვის, როგორც ჩვეულებრივი მაწონი ასევე არავითარი განსხვავება არაა მიკროელემენტების კუთხითაც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ულაქტოზო მაწონი უფრო მსუბუქი მოსანელებელია და არ გვაძლევს დისპეპსიურ მოვლენებს.

(R)

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით მახათაძე - 21-ე საუკუნეში ლაქტოზის აუტანლობა პრობლემა აღარ არის

ინტერვიუ პედიატრ, ბავშვთა გასტროენტეროლოგ დავით მახათაძესთან, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

- რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

- ლაქტოზა ეს არის რძეში შემავალი შაქარი, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტს. ფერმენტი ლაქტაზა მონაწილეობს რძის შაქრის, ლაქტოზის დაშლაში. როდესაც არის ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, რძის საქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი, მაგრამ თუ არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რათქმაუნდა ეს უკვე დაავვადებაა, რაც განპირობებულია განეტიკურად.

- რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?

- ფერმენტ ლაქტაზას სრული დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40 % და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოვებით 90 % -ს. საქართველოშიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ მოგეხსენებათ კვლევები ძვირი სიამოვნებაა შესაბამისად ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30 დან 50 პროცენტამდე მერყეობს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რა პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი?

- დიარეა, ამოქაფება, ხშირ შემთხვევაში ღებინება, რათქმაუნდა მუცლის შებერილობა.. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. ზოგს იგი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ეწყება, ზოგ შემთხვევებში ცოტა მოგვიანებით იჩენსხოლმე თავს. ძირითადად რძის და მისი პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.

- რა ასაკში ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა?

- ლაქტოზის აუტანლობა ვლინდება ჩვილობიდანვე, თუმცა 3-4 წლის ასაკისთვის შეიძლება იგი დარეგულირდეს. არის ხშირი შემთხვევები, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება ლაქტოზის აუტანლობა და უჭირთ რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მონელება

- როგორია გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს?

- გამოსავალი არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტოზის შემცველი პროდუქტი. ყველაზე მეტ ლაქტოზას რძე შეიცავს, რძის შემცველ პროდუქტებსი ის ნაკლებია , თუმცა გააჩნია რა ხარისხსი აქვს ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა. არის ისეთი შემთხვევევბიც, როდესაც ადამიანი ასევე ვერ ინელებს მაწონს და ისეთ პროდუქტსაც კი, როგორიცაა მაგალითად ყველი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ულაქტოზო რძე , მაწონი... შესაბამისად ამ სინდრომის დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ეს პროდუქტები.

- თქვენ მაწონი ახსენეთ, არის თუ არა კვებითი ღირებულებით განსხვავებაა ჩვეულებრივ მაწონსა და ულაქტოზო მაწონს შორის?

- არანაირი. ულაქტოზო მაწონიც ისევე შეიცავს ბიფიდობაქტერიებს, იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუსაობისთვის, როგორც ჩვეულებრივი მაწონი ასევე არავითარი განსხვავება არაა მიკროელემენტების კუთხითაც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ულაქტოზო მაწონი უფრო მსუბუქი მოსანელებელია და არ გვაძლევს დისპეპსიურ მოვლენებს.

(R)

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი