აჭარის მთავრობა - იტალიური Monitor Immobiliare TV ბათუმს და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს

თორნიკე რიჟვაძემ იტალიურ ტელეარხს Monitor Immobiliare-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ტურიზმის, ეკონომიკის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი და საჯარო ინსტიტუტები ოპერირებენ და იფუნქციონირებენ ეფექტიანად.

„მოხარული ვარ, რომ მოხდა ბათუმის და ბათუმის სტადიონის აღიარება მაიამის მსოფლიოს უძრავი ქონების კონგრესზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის შრომა, რომელსაც მთელი გუნდი ეწევა ამდენი წლის მანძილზე და ის მთავარი მიზანი, ავაშენოთ მდგრადი ქალაქი და რეგიონი, შედეგს იღებს.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი და საჯარო ინსტიტუტები ოპერირებენ და იფუნქციონირებენ ეფექტიანად. ბათუმის ტრანსფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის მშენებლობა და უძრავი ქონების აქტივები ახლა საკმაოდ ნათელია. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის, პოსტ-პანდემიური პერიოდი დიდი გამოწვევა იყო და ამავდროულად, წარმატების მომენტიც, რადგან ტურისტულმა დინამიკამ აღდგენა დაიწყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენს ქალაქსა და რეგიონში იმაზე 10-ჯერ მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობთ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. მთავარი დატვირთვა მაინც ბათუმზეა. ველოდებით წარმატებულ სეზონს, იმას რომ აჭარა 4 სეზონის დასასვენებელ მიმართულებად ვაქციოთ“, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე იტალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა