„საქართველოს რკინიგზა“ - ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს - მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც რკინიგზაში აღნიშნავენ, უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც.

ამასთან, მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური.

„ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებდნენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლები ვერ მოძრაობდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის