რომან გოცირიძე - პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე - მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს

პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე, მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი პარლამენტის ტრიბუნიდანაც სიცრუის ტირაჟირებას მოახდენს.

"როგორც თავად "ქართულ ოცნებას" უყვარს თქმა, დღეს იქნება "სიცრუეში მხილების" დღე ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის. მათ მიერ წარმოდგენილი 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე. მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და რომ კავკასიაში მდებარეობს. გეოგრაფიული აღწერილობის გარდა ყველაფერი სიცრუეა, განსაკუთრებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ თურმე უმუშევრობა მცირდება, შემცირდება აბა რა, თუ 50 ათასი კაცი დარჩა შარშან უცხოეთში, უმუშევრობა შემცირდება. ყველაფერი სიცრუეზეა აგებული ამ ანგარიშში.

ბევრი მწვავე კითხვა იქნება: რატომ ებრძვის დასავლეთს, რატომ არის რუსეთის მხარეს, რატომ არ უჭერს მხარს უკრაინას, ბოლოდ და ბოლოს ერთი ყუთი წამლები მაინც გაეგზავნა, როცა 84 ქალაქი და სოფელი ჩაძირა რუსეთმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა იქნება, რატომ არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და რატომ არ ასრულებენ რეკომენდაციებს, რასაც ადასტურებს უკვე თავად ევროკავშირი და ეს გამოვლინდა ბრიუსელში ჩატარებული სხდომის შემდეგ," - განაცხადა გოცირიძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025