პაატა მანჯგალაძის განცხადებას პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა - ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს „ფარჩაკი“ და „ტურა“ უწოდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლსას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც პაატა მანჯგალაძემ, მმართველ გუნდს მიმართა, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, ვინაიდან ქვეყანას სტატუსის მიღების ისტორიული შანსი აქვს და აკარგვინებენ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს მიმართა, რომ ღირსებასა და კაცობაზე ნუ საუბრობს.

„ვაშაძემ საკუთარი ოჯახის წევრი სხვაგან გადაიყვანა და რუსებს მიაქირავა {ბინა} და შენ მელაპარაკები ღირებულებასა და კაცობაზე?!“, - აღნიშნა ზარქუამ.

ამასთან, “ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, პაატა მანჯგალაძეს ფარჩაკი უწოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ ტურა ეს, ტურა ხარ-მეთქი...ფარჩაკო, შენ!“

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება