„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული  ოცნების“ წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილს დაუზიანეს ავტომობილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს „ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ და ამ ფორმით შეხვედრის ჩაშლა სცადეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაპირისპირების დროს ლევან ხაბეიშვილს დაუზიანეს პირადი ავტომობილი, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადაია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული. სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი, თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება