პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ახალი წესითა და პროცედურით ჩატარდა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ახალი წესითა და პროცედურით ჩატარდა.

დღეიდან პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, პირველი და მეორე მოსმენით დროს წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტებს ერთიანად ეყრება კენჭი და პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე კენჭისყრა ცალ-ცალკე აღარ გაიმართება.

ამ წესით პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი დღეს ერთი კენჭისყრით მიიღო.

"18 კანონპროექტს 30 წამში ვუყარეთ კენჭი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება