ვალერი ზალუჟნი კონტრშეტევაზე - ეს შოუ არ არის, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული, უკრაინელები ათავისუფლებენ თავიან მიწას, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ.

The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.

„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზეც ფსონს დებენ ან რაღაც ამდაგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან.

„დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება