ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათ ბუნებრივია, აღიზიანებთ, როცა ის სახელი ერქმევათ, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ - ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან

ოპოზიციის მხრიდან საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე 2, საგარეო თემებზე 3 უხარისხო შეკითხვა დაისვა და თავდაცვაზე 1 უხარისხო შეკითხვა - მათ არ დაუსვამთ არც ერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო აჩვენებს მათ სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ კითხვების დასმის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში ინტელექტუალურადაც არ არიან მომზადებული, რომ რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში ჩაერთონ.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას საქართველოს არანაირი სიკეთე არ უხარია, მათ შორის სპორტის მიმართულებით.

„მე პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და მინდა გითხრათ რამდენი კითხვა დაისვა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით დაისვა 0 შეკითხვა, ენერგეტიკა - 0 შეკითხვა, რეგიონული განვითარება - 0 შეკითხვა, სოფლის მეურნეობის საკითხები - 0 შეკითხვა. ტურიზმი - 0 შეკითხვა, ჯანდაცვა - 0 შეკითხვა, სოციალური დაცვის და დახმარების საკითხები - 0 შეკითხვა, განათლება - 0 შეკითხვა, კულტურა - 0 შეკითხვა, სპორტი - 0 შეკითხვა. ოპოზიციის მხრიდან, საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე 2, საგარეო თემებზე 3 უხარისხო შეკითხვა დაისვა და თავდაცვაზე 1 უხარისხო შეკითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის ოპოზიცია მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ომის პარტიაა, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა.

„რა თქმა უნდა, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში, ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, ამ 11 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში. მათ ბუნებრივია აღიზიანებთ, როდესაც ის სახელი ერქმევათ, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ, ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება