სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა.

ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; არაერთგზის, ჯგუფურად - გამოიწვევს დაჯარიმებას თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა: - ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა