ირაკლი ღარიბაშვილი - მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვიმეტებდით ჩვენს ახალგაზრდებს, ეს დასრულდება, წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში

მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვიმეტებდით ჩვენს ახალგაზრდებს, ეს დასრულდება, წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარს მეტი დაფასება სჭირდება და სწორედ ამ მიზნით დაიწყო პროექტ „ჯარის ქალაქის“ განხორციელებაც.

„ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ახალ სისტემაზე გადასვლას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ახალი ინიციატივა გვაქვს. სტუდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში, ეს იქნება 4- წლიანი პროგრამა, სწავლის დროს თუ წელიწადში ერთ თვეს დაჰყოფს სამხედრო ბაზაზე და ჩაერთვება ამ პროგრამაში, 4 წლის თავზე, ანუ 4 თვის განმავლობაში სრულად უნდა ჰქონდეს გატარებული სამხედრო ბაზებზე, მას ჩაეთვლება მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური, ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა , რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. მეორე ინიციატივა, ეს ყველაფერი დამუშავებულია და თქვენ წარმოდგენილი გაქვთ.

ჯამში ჩვენ ყოველწლიურად დავიწყებთ 4 ათასი რეზერვისტით, უფრო სწორედ, ახალგაზრდით და შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათასზე ავიდეთ. ჩვენი გათვლებით შეიძლება 6-7 -წლიან პერსპექტივაში ყოველ წელს 10 ათასი რეზერვისტი მივიღოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა, ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება, ჯარი ემზადება ამისთვის და ასევე, ჩვენ ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრები და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ინიციატივებია.

ასევე, ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ჯარის ბანაკები. გვინდა უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩავრთოთ ჯარის ბანაკებში. არა „გირჩის“ ბანაკებში, ზურა - გირჩის და არა თქვენს ბანკებში და ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ რეალურად ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარის ბანაკებში. ეს დაწყებულია. ამას გავაფართოებთ, განათლების სისტემაში ამ თემის ინტეგრირება ხდება აქტიურად, აუცილებელია უფრო მეტი დრო დაეთმოს სკოლაში სამხედრო განათლებას და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მალე შეცვლის და მოგვცემს კონკრეტულ შედეგებს. გაწვევა მოხდება მხოლოდ თავდაცვის სისტემაში, სალაპარაკო აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო მათი მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს და ვიმეტებთ და ა.შ. ეს აღარ განმეორდება, ეს დასრულდება, ყველა სხვა უწყება, ძალოვანი უწყებები აიყვანენ საკონტრაქტო ხელშეკრულებით თანამშრომლებს და წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში.

ასევე იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და ავაშენეთ ორი წლის წინ ჯარის ქალაქი. 1000- ზე მეტი სამხედრო მიიღებს. სექტემბერში გვინდა, რომ გადავცეთ ბინები, 1000 ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინას მახათაზე ჯარის ქალაქში და რაც მთავარია, კოდექსით გაიწერა, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა, რომ ეს პროცესი არ იქნება ერთჯერადი, ანუ ეს პროექტი იქნება განგრძობადი და ჩვენ ყოველ 2 თუ 3 წელიწადში დავიწყებთ ამ პროექტს. სჭირდება ჩვენს ჯარს უფრო მეტი დაფასება ,უფრო მეტი დახმარება და ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება, ისევე როგორც პოლიციისთვის, ჩვენს საამაყო პოლიციას მინდა მადლობა ვუთხრა და აქვე მინდა გავიხსენო როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები .ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა