კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას ხვდებიან, კვლავ ხმაური და დაპირისპირება იყო

კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებიან, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

„ავტომობილი დაგვილეწეს, ქვებს ისროდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო ასაკის დაწევაზე, ესენი ქვებს ისვრიან. ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, თავს გესხმიან. მართლა ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ. „ზონდერები“ კი არ არიან, სუს-ის „ნასედკები“ არიან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „მთავარ არხთან“.

ამასთან, რამდენიმე პირი „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსაც დაუპირისპირდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

როგორც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვალერი თელიამ განაცხადა, პოლიცია შესაბამისად მოქმედებდა და ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე იქნება პასუხი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს