პრემიერი - დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია - ყველა გონიერი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე - გამოიჩენდა მოთმინებას, რომ ქვეყნისთვის მორიგი ომი აერიდებინა

ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე - გამოიჩენდა სტრატეგიულ მოთმინებას და გონიერებას, რომ ქვეყნისთვის აერიდებინა დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის.

„გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა, სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ. შემდეგ გარედან ვიღაცები დაიხმარეს და არაფრისგან აჟიოტაჟი შექმნეს. მე რაიმე ახალი გითხარით, რაც არ იცით? დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია. ჩვენ გვეკუთვნის და განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს, რაც ვიცით, ერთადერთი, გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარები. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. მთელი ტერიტორიის დაახლოებით 20% მთლიანად მიწასთან გასწორებული და ოკუპირებულია. ომი არ ჩერდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რათა ქვეყანას აარიდოს დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ნახეთ, რომ ბოლო 10 წელია, ამ პრაგმატულ, ინტერესებზე გათვლილმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. ერთადერთი შემთხვევა ჩვენი მმართველობის დროს, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება? მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის სახით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება