ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - მთავარი და ბოლო ჯოკერი გაითამაშეს თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ

მთავარი და ბოლო ჯოკერი გაითამაშეს თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის ყველა „ბინძური პროვოკაციის“ მიმართ უკომპრომისო იქნება.

„რატომ გქონდათ რაღაც ბავშვური ილუზია, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში რევოლუციას მოაწყობდით? ვერაფერს ვერ მოაწყობთ, საერთოდ. კარგად დაიმახსოვრეთ, ვიქნებით უკომპრომისო ყველა თქვენ ბინძურ პროვოკაციასთან დაკავშირებით, მაგის ილუზია აღარ გქონდეთ. მთავარი და ბოლო ჯოკერი გაითამაშეს თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით. ყველა გეგმა ჩაგეფუშათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წევრები მაშინ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სთხოვდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ დაწესებულიყო.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოგნებულები იყვნენ. ჯერ კიდევ წინა პრემიერობის დროს, როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, გაოგნებული მიყვებოდა ევროკომისარი და კომისიის პრეზიდენტი, რომ თქვენი ოპოზიციის წევრები დადიან და გვთხოვენ, გვემუდარებიან, რომ საქართველომ არ მიიღოს, თქვენმა მოქალაქეებმა არ მიიღონ უვიზო რეჟიმი ამ ხელისუფლების დროს. ეს იყო მტრობა. ვინ ჩაიდინა? ამ დესტრუქციულმა, მავნებელმა ოპოზიციამ. გვარები მითხრეს კონკრეტული, დავით ბაქრაძე, კანდელაკი, მავნებლურად დადიოდნენ, ტვინი შეუჭამეს, რომ არ მისცეთ უვიზო რეჟიმი. რა არის ეს თუ არა ქვეყნის ინტერესების ღალატი? მე ფაქტებს გიყვებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის გაერთიანებაც არ სურს.

„ახლა მე მინდა კითხვა დაგისვათ, წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ამ კითხვაზე გაგვცენ პასუხი, მე ძალიან მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 100%-ით ვარ დარწმუნებული. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის