პრემიერი - საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს

საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მმართველ გუნდს არანაირი დახურული დღის წესრიგი არ აქვს.

„მინდა განმარტება გავაკეთო, იმიტომ, რომ ეს დღეები მორიგი მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. ჩვენ არანაირი დახურული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რამე საკითხზე გვაქვს საუბარი, ამაზე ყველამ ყველაფერი იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. ღარიბაშვილის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში.

„კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო? ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ.

კითხვა დაისვა ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს ჩვენს ქვეყანას აფხაზეთთან მიმართებაში. ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანა სტრატეგიული მოთმინებით, პრაგმატული გონივრული პოლიტიკით, მიჰყავს გაერთიანებისკენ. ყოველი ჩვენი დღე, გააზრებული ნაბიჯი, მიზანი გვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი და არა გაუგებარი თემები, რომელიც არავის არ აინტერესებს.

მიმაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა როგორც აფხაზებისთვის, ასევე ოსებისთვის, მთლიანი ქვეყნისთვის, რომ საერთოდ სხვა ქვეყანა მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა სრულად შეიცვლება გამთლიანების შემთხვევაში, შეიძლება სამოთხედ იქცეს ეს ადგილი და აქ მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა, როგორც კი ქვეყანა გამთლიანდება და ოკუპაცია დასრულდება. ჩვენ ყველანი ამაზე ფიქრით უნდა ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ, მათ შორის ოპოზიციაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით