ნატო ჩხეიძე პრემიერს - თუ მომავალზე ზრუნვა და წახალისება გინდათ, გეტყვით რა გააკეთოთ - ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება გამოყოს

თუ მომავალზე ზრუნვა და წახალისება გინდათ, გეტყვით რა გააკეთოთ - ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება გამოყოს და ეს იქნება სწორედ წახალისება, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ.

როგორც ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი თვის წინ კლინიკებს უფლება მისცეს, რომ საერთაშორისო სუროგაცია-დონაციის უფლება ჰქონოდათ და ერთი თვის მერე იგებენ, რომ ეს შეიძლება შეწყდეს.

“გასაგებია, რომ სუროგაცია ცოტა პრობლემატურია, რადგან ქალები ემიგრაციაში თავქუდმოგლეჯილი გარბიან, რათა აქ ოჯახები არჩინონ. თქვენ ბრძანეთ, რომ სამაგიეროდ ეს ყველაფერი ქართველებს ექნებათ და გვინდა წავახალისოთო. წახალისებაზე კი არაფერი გითქვამთ და გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ წასახალისებლად - თუნდაც ის, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება გამოყოს. ეს იქნება სწორედ წახალისება. ისეთი არაფერი არ არის - მაქსიმუმ 5 ათასი ლარია. ეს იქნება წახალისება და ჩვენს მომავალზე ზრუნვა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო