ირაკლი ღარიბაშვილი - მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან".

„პოლარიზაციის ხარისხზე მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა - რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის პარტია, ნგრევის, ქაოსის და სიკვდილის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება. მე არავის არ ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია. ეს არის წითელი ხაზი, ეს ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია, მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა