კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების - მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები, უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს;

მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, ხოლო ჯონი ოდიშვილს, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ;

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში, 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო