პრეზიდენტი - მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ გეზი არ უნდა შეიცვალო - ეს მაგალითი ჩვენც გვაქვს - 2008 წლის ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? - ცოტა ვერ გავიგე!

მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გვაქვს, როდესაც 2008 წლის ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? ცოტა ვერ გავიგე! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა უპასუხა „პალიტრანიუსის“ კითხვას - „უკრაინის ომიდან გამომდინარე, საგარეო კუთხით საქართველოს, რა პოზიცია აქვს, რადგანაც პრემიერის თქმით, არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს არანაირი საგარეო დაცვა არ აქვს, ყველა გონიერი ხელისუფლება „ქართული ოცნების” მსგავსად მოიქცეოდა. ოპოზიციის თქმით კი, ხელისუფლება პრორუსულია. თუმცა, ხელისუფლება, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებს, ან ომის პარტიის აგენტებს ან ქვეყნის მტრებს უწოდებს. რამდენად არის პრეზიდენტისთვის ეს არგუმენტები მისაღები, ამ სიტუაციაში, რომელი არის მართალი ხელისუფლების თუ ოპოზიციის არგუმენტები?“

„არ ვიცი, მე რატომ უნდა ავხსნა მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ზოგ ნაწილში, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მესმის და თქვენი კითხვის ადრესატი ალბათ, უფრო სხვაგან უნდა იყოს, მაგრამ მე იმასაც ვიტყოდი, რომ საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალობიდან, რომ ამ ქვეყანაში აღარ დამთავრდა, „ეს მოღალატეობა“, „ქვეყნის გამყიდველობა“. ყველა იყენებს, ყველა მომენტში. რაც მე ამ ქვეყანაში ქართულ პოლიტიკაში ვარ ჩართული, მგონი, ყველა ქვეყნის აგენტი და მოღალატე ვიყავი. ეს არგუმენტი არ არის და არაფერთან არ მიგვიყვანს. მე ვთვლი, რომ ერთადერთი გზა რითაც შეიძლება რუსეთს გავუმკლავდეთ, არის ევროპასთან მჭიდრო კავშირი. ამის მაგალითი არის პატარა ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელსაც შიგნით სერიოზული პრორუსული ძალები ჰყავს, ქუჩაში გამოდიან და დიდი გამოწვევაა. ის გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გვაქვს, როდესაც 2008 წლის და ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? ცოტა ვერ გავიგე. ანუ ჩვენი გზა ჩვენ უნდა ვიცოდეთ და საჭირო არ არის ერთი მეორეს კვალიფიკაციით ველაპარაკოთ. ველაპარაკოთ პოლიტიკით, კრიტიკით და ჩვენი მიმართულებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო