სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან „გაუთავებელი ზეწოლა“ გახდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან „გაუთავებელი ზეწოლა“ გახდა.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება თვლიდა, რომ მისი დანიშვნა იმდენად აუცილებელი იყო, შეიძლებოდა პრეზიდენტს ყველანაირად დაპირისპირებოდა, ამან გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლებასა და ლაშა ხუციშვილს შორის ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობს.

„მე არ ვარ მიამიტი და მესმის, რომ ამ ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელი ადამიანები ცოტა ძნელი საშოვნელია და ძნელი დასამტკიცებელი. სხვათა შორის, ლაშა ხუციშვილი განვიხილე ძალიან სერიოზულად, მართლაც ვფიქრობდი იმაზე, რომ რატომაც არა. ორმა რამემ განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება: ერთი ის, რომ მე ვნიშნავდი ბორდის წევრს და არა პირდაპირ თავმჯდომარეს და მაინც და მაინც აჩემება, რომ აი, თავმჯდომარე იქნება და რაღაცა... მეორე, დავარქვათ გაუთავებელი ზეწოლა, გახსენება ან დაჩემება, რომ რას აკეთებთ, როდის აკეთებთ, რომელმაც გამიჩინა ზეგანცდა, რომ ეს არის არადამოუკიდებელი ადამიანი. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, როცა ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ მისი დანიშვნა არის იმდენად აუცილებელი, რომ ე.ი. რაღაც ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო