ქუთაისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა

ქუთაისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა.
ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საბავშვო და მუსიკალური ღონისძიებები ჩატარდა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
„პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. საღამო ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა, რომელშიც "ქუჩის ბიჭები", ნინი ქარსელაძე, თამუნა ამონაშვილი და თიკა ჯამბურია მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი "მუსიკალური საღამოები" იმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























