GDI- ვგმობთ ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კვირეულის ორგანიზატორებს

GDI ეხმაურება „პრაიდ კვირეულს“ და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გაატარონ ყველა ზომა „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის და ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებების დაცვისთვის.

„საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ აღნიშნავენ, რომ GDI გმობს ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას.

„აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში ვრცელდება ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემცველი არაერთი განცხადება, რაც შსს-ს მხრიდან სათანადო და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც გასულ წლებში იმავე ჯგუფებისგან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდეს დროული და მკაცრი ღონისძიებები მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ.

GDI გმობს ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კვირეულის ორგანიზატორებს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს საკუთარი უფლებების რეალიზება და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა საქართველოში.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეკუთვნის ყველას თანასწორად, ხოლო ძალადობას გამართლება არ აქვს!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ