ნინო ლაცაბიძე - ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს

რუსთავის სკოლების 149 ოქოს მედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო.

რუსთავის მერიის ცნობით, საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს.

სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა.

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა.

ნინო ლაცაბიძემ მათ სკოლის ოქროსმედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ქალაქის მერმა საზეიმო მიღებაზე, ახალი ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, ფულად ჯილდოს ოქროსმედალოსნებთან ერთად ის ახალგაზრდებიც მიიღებენ, რომლებიც სკოლას ვერცხლის მედალზე დაამთავრებენ.

,, მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროსმედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს. რუსთავში ტრადიცია გრძელდება, წელს უკვე 149 ოქროსმედალოსანს გადაეცა მერიისგან ფულადი ჯილდო. ასევე, გვქონდა საზეიმო მიღება, სადაც ბიზნესის მხარდაჭერით მათთვის საჩუქრები იყო მომზადებული. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ სკოლის წარმატებით დასრულებას, წინ ბევრი გამოწვევა ელოდებათ და დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებსაც ასევე წარმატებით დაძლევენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საზეიმო ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, განათლების რესურსცენტრისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ოქროს მედალოსნებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის ტრადიცია რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, გასულ წელს დამკვიდრდა. განათლების ხელშეწყობისთვის, ოქროს მედალოსნების წახალისების გარდა, რუსთავის მერია, სტუდენტების სწავლის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ტრანსპორტის დაფინანსების პროგრამებსაც ახორციელებს.

განათლების ხელშეწყობის, სკოლამდელი აღზრდის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში, 18 314 700 ლარია გათვალისწინებული.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე