გიორგი კაჭარავა - პროცესების დინამიკა იმაზე მიუთითებს რომ, რუსეთი უახლოეს მომავალში ტურბულენტურ ფაზაში შევა და ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალი იქნება

რუსეთში „პრიგოჟინის ბუნტის“ გამომწვევ მიზეზებზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მომხდარი რუსეთის საშინაო პოლიტიკაზე, უკრაინა-რუსეთის ომზე, რა ფაქტორი იქნება რუსეთის საშინაო პოლიტიკისთვის უკრაინა და ამ თვალსაზრისით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, “ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, პრეზიდენტმა პუტინმა გასცა ბრძანება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შესახებ.
პუტინი ცდილობს ბირთვული შანტაჟით აიძულოს კიევის დათანხმდეს მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, ეს კრემლის ბოლო კოზირია კიევი მოსკოვის პირობებზე დაიყოლიოს.
მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარებზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტები და დამკვირვებლები. სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
- ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომლის დიდი ნაწილის გადამოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა, ცხადია რომ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური არანორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
როგორც ვხედავთ სიტუაციას ართულებს აგრეთვე კახოვკის რეზერვუარში წყლის ძალიან დაბალი დონე, რაც პირდაპირ უკავშირდება რეაქტორების გაგრილების სისტემას. დანაღმვის რა მოგახსენოთ, ამის თაობაზე როგორც ჩანს დანამდვილებით მტკიცება ძნელია.
მაგრამ, ცხადია რომ ვითარება ძალიან დაძაბულია. ცუდი სცენარების განვითარების შემთხვევაში სამყარო კიდევ ერთხელ დადგება ტექნოგენური კატასტროფის წინაშე, რაც უპირველეს ყოვლისა სადგურის ახლო განსახლებული რეგიონების მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება.
ცუდი სცენარების განვითარების შემთხვევაში სამყარო კიდევ ერთხელ დადგება ტექნოგენური კატასტროფის წინაშე, რაც უპირველეს ყოვლისა სადგურის ახლო განსახლებული რეგიონების მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება
რაც შეეხება ამ პრობლემის სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტს, მიმდინარე ომის კონტექსტში, მინდა აღვნიშნო რომ ატომურ სადგურში ხელოვნურად ტექნოგენური კატასტროფის გამოწვევა, ალბათ გაუტოლდება ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ უნდა ველოდოთ იმას, რაზეც დასავლეთი, სხვადასხვა არხებით შარშანდელის მერე ღიად აცხადებდა, ანუ კონვენციური საშუალებების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებისადმი უდიდესი ზიანის მიყენებას.
ატომურ სადგურში ხელოვნურად ტექნოგენური კატასტროფის გამოწვევა, ალბათ გაუტოლდება ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ უნდა ველოდოთ იმას რაზეც დასავლეთი, სხვადასხვა არხებით შარშანდელის მერე ღიად აცხადებდა, ანუ კონვენციური საშუალებების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებისადმი უდიდესი ზიანის მიყენებას
ამიტომ, უკრაინის მოლაპარაკებებისათვის იძულების მაგივრად, შეიძლება სრულიად სხვა შედეგი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, მე ფრთხილად შევაფასებდი არსებულ ვითარებას და დავაკვირდებოდი გარკვეულ მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება კომპეტენტური დასკვნების გამოტანა, თუ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე მოცემულ მომენტისთვის.
უკრაინის მოლაპარაკებებისათვის იძულების მაგივრად, შეიძლება სრულიად სხვა შედეგი მივიღოთ
- ცოტა ხნის წინ რუსეთში განვითარებულმა პროცესებმა, მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ პუტინის ყოფილი მზარეულისა და კრემლის კორიდორებში საკმაოდ მიღებული პერსონის, პრიგოჟინის ბუნტმა, რუსეთში და მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საინტერესო ისაა, რომ აზრი დღემდე ორადაა გაყოფილი. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ „პრიგოჟინის ბუნტი“ პუტინის გათამაშებული სპექტაკლი იყო. მეორენი ამტკიცებენ, რომ პუტინი „ბუნტის“ შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ აცალა პროცესებს განვითარება.
ისტორიამ არა ერთი ისტორია იცის, როცა მეფეებისა თუ ამა თუ იმ ქვეყნის ძლიერთა კარზე მზარეულებსა და სხვადასხვა რანგში დაწინაურებულებს, ისტორიაში „თავისი სიტყვა“ უთქვამთ, მაგრამ, პრიგოჟინის პერსონა და ბუნტი იმდენად თავისებურად და უცნაურადაც კი გამოიყურება, მასზე ღირს საუბარი.
ერთი მხრივ, პრიგოჟინმა თავისი პერსონისაგან მებრძოლი „რუსი ნაციონალისტის“ სახე კი შექმნა, მაგრამ, იგი სულაც არ გაქვს იმ ადამიანს, ვინც „რუსული იდეისთვის“, ან თუნდაც „Русский мир“-სთვის თავის გამწირავს ჰგავდეს.
იგი არც იმას ჰგავს, კოლექტიურ დასავლეთს, რომლისთვისაც პუტინი მიუღებელია, მასზე ფსონი დაედო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ისტორიას „პუგაჩოვებიც“ ახსოვს და არ ერთი „ლჟედიმიტრები“, ამ თემებზე ფიქრს მივყავართ ერთ, მარტივ, მაგრამ მაინც აქტუალურ კითხვამდე - სავარაუდოდ, რამ გამოიწვია რუსეთში პრიგოჟინის ბუნტი“?
- ანუ, ქართულ კინოკლასიკას თუ დავესესხებით - რა იყო ეს?...
მარტივად რომ ვიმსჯელოთ, პრიგოჟინის სამხედრო ამბოხი გამოწვეულია და გახლავთ შედეგი დღევანდელი რუსეთის, მისი მმართველი ელიტის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების სრული და ბევრისთვის გაუგებარი ან გასაგები პროსტრაციით.
პრიგოჟინის სამხედრო ამბოხი გამოწვეულია და გახლავთ შედეგი დღევანდელი რუსეთის, მისი მმართველი ელიტის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების სრული და ბევრისთვის გაუგებარი ან გასაგები პროსტრაციით
ამ პროცესებზე მსჯელობისას, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებულმა ვითარებამ გამოააშკარავა ფრაგმენტალურობა მმართველი კლასის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მონოლითურად ეჩვენებოდა გარე დამკვირვებელს.
ამიტომ, ჩემი აზრით, ვლადიმირ პუტინისთვის და მისი მმართველობისთვის ამბოხი როგორც ფაქტი, არის დამანგრეველი. რა განმარტებებიც არ უნდა მოვისმინოთ სხვადასხვა მხრიდან, ამ პროცესების შედეგად ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება ძალზედ შეირყა და რაც მთავარია გამოჩნდა ბევრი ხარვეზი მის მიერ შექმნილ მმართველობით სისტემაში.
პუტინისთვის და მისი მმართველობისთვის ამბოხი როგორც ფაქტი, არის დამანგრეველი. რა განმარტებებიც არ უნდა მოვისმინოთ სხვადასხვა მხრიდან, ამ პროცესების შედეგად ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება ძალზედ შეირყა და რაც მთავარია გამოჩნდა ბევრი ხარვეზი მის მიერ შექმნილ მმართველობით სისტემაში
ბევრჯერ გაგვიგია კრემლის კოშკების კონკურენციაზე. ამ კონტექსტში, ცხადია რომ პრიგოჟინის ღია დაპირისპირება თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან, საზოგადოების თვალწინ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში.
ამან შექმნა საზოგადოებაში შესაბამისი განცდები, და ამბოხის დღეს, არავის გასჩენია კითხვა - რატომ? ყველას ჰქონდა კითხვა - რით დამთავრდება? ან - რამდენად ბოლომდე წავა „ვაგნერის მუსიკოსების“ დაჯგუფება ამბოხის გაცხადებული მიზნის მისაღწევად?
ასეთი მოქმედებები რუსეთის პირობებში ვერ მოხდებოდა კონტექსტის გარეშე. როგორც უკვე ვახსენე, ერთი მხრივ პრიგოჟინმა შექმნა ეს კონტექსტი თავისი პიარ- გამოსვლებით სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით არსებობს კიდევ სხვა, მეტ-ნაკლებად დაფარული, მაგრამ დიდი ალბათობით ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული კონტექსტი, რასაც კრემლში ძალაუფლებისთვის სხვადასხვა „კოშკები“ ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ერთი მხრივ პრიგოჟინმა შექმნა ეს კონტექსტი თავისი პიარ- გამოსვლებით სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით არსებობს კიდევ სხვა, მეტ-ნაკლებად დაფარული, მაგრამ დიდი ალბათობით ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული კონტექსტი, რასაც კრემლში ძალაუფლებისთვის სხვადასხვა „კოშკები“ ერთმანეთს უპირისპირდებიან
მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდასახელმწიფოებრივი ვითარებიდან გამომდინარე, რაზეც უკრაინაში საომარი მოქმედებები და ამასთან ბმაში მყოფი საერთაშორისო ასპარეზზე არსებული სიტუაცია ახდენს გავლენას და ამით ქმნის წინაპირობას სადაც ცვლილებების გარეშე დადებით შედეგზე მომავალში ფიქრი უადგილო ხდება. ამიტომ, მიმაჩნია რომ ამბოხმა ითამაშა ჩახმახის როლი, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ გასროლების სერია კიდევ წინაა.
- რუსეთის უმაღლეს ეშელონებში, მათ შორის პუტინის გარემოცვაში მყოფ პოლიტიკურ კლასს აღარ აქვს უკრაინასთან ომში გამარჯვების არა თუ დიდი იმედი, ახლა ამავე წრეებში კარგად ესმით, რომ „რუსეთი აბსოლუტურ ჩიხშია მოქცეული, რომლისგანაც ტერიტორიული დანაკარგებისა და სახის დაკარგვის გარეშე, არანაირი გამოსავალი არ შეიძლება იყოს.“
მეტიც, კრემლში პუტინის გარემოცვას კარგად ესმის, რომ უკრაინა-რუსეთის ომიდან რუსეთის „პოლიტიკური დანაკარგები დიდი ექნება.“
თუ ასეთ ლოგიკას გავყვებით ახლა სულაც არა გამორიცხული, რომ პრეზიდენტ პუტინს კრემლში საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება-გახანგრძლივება აფიქრებდეს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომხდარს პუტინი განიხილავს მისი პოზიციების გაძლიერების საშუალებად?
სხვაგვარად, არანაირად არც იკითხება და არც აღიქმება რუსეთის რეგიონებში პუტინის ხალხში გასვლა და გამოჩენა...
- როგორც აღვნიშნე, პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებისთვის ცალსახად არის უდიდესი დარტყმა, რომელიც ნეგატიურად აისახება მის მმართველობაზე. რა ფორმებს მიიღებს ეს, წინასწარ ძნელი სათქმელია.
მისი ხალხში გასვლა და ჩრდილოეთ კავკასიური ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავის გამოჩენის და ქმედითუნარიანობის დემონსტრირების თვალსაზრისით. ეს გახლდათ ერთგვარი მინიშნება რომ ის არამარტო ყველაფერს აკონტროლებს, არა მედ ხალხს ის უყვარს.
რამდენად ქმედითი არის ასეთი სვლები, როსტოვსა თუ სხვა რეგიონებში შეიარაღებული ამბოხებულების მიმართ ხალხის მხრიდან გამოხატული სიმპათიების ფონზე, ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია.
ცხადია, ვლადიმირ პუტინს სჭირდება პოზიციების გამყარება, ყველა შესაძლო ხერხებით და ინსტრუმენტებით. ამიტომ, უნდა ველოდოთ მაშტაბურ პიარ კამპანიებს და სავარაუდოდ ხალხისთვის პოპულარულ გადაწყვეტილებებსაც კი, რის საფუძველზე ის მოახერხებს თავისი შერყეული პოზიციების გამყარებას.
პუტინს სჭირდება პოზიციების გამყარება, ყველა შესაძლო ხერხებით და ინსტრუმენტებით. ამიტომ, უნდა ველოდოთ მასშტაბურ პიარ კამპანიებს და სავარაუდოდ ხალხისთვის პოპულარულ გადაწყვეტილებებსაც კი, რის საფუძველზე ის მოახერხებს თავისი შერყეული პოზიციების გამყარებას
თუმცა ბზარის ამოვსების შემდეგ, ჭურჭელი კი შეკეთდება, მაგრამ ის მაინც დაზიანებულად ითვლება, რადგან იარა არსად ქრება.
- ვიცით, რომ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მომხრეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და იგი ომის მოწინააღმდეგეზე ბევრად მეტია. მიუხედავად ამისა, ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის „პრიგოჟინის ბუნტი“ სრული მოულოდნელობა იყო.
„ვერტიკალური მმართველობის“ ისეთი ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, როგორც რუსეთია, შეუძლებელიც კია უკრაინაში წარუმატებლად წარმოებულ ომსა და „პრიგოჟინის“ ბუნტს“ პუტინის ავტორიტეტი და მმართველობა ან არ შეერყია, ან, როგორც მინიმუმ, ჩრდილი არ მიეყენებინა.
ვიცით, რომ „პუტინის ვერტიკალი“ იმ ოლიგარქებზე დგას, რომელიც მან თავად შექმნა. უფრო სწორად ოლიგარქებად აქცია ხალხი, რომელიც მასზე არიან დამოკიდებული. არიან ამ ჯგუფში გამონაკლისები, მაგრამ, ისინი ან გაქცეული არიან ქვეყნიდან, ანაც ციხეში სხედან.
„პრიგოჟინის ბუნტიდან“ საკმაოდ დიდი დროა გასული, ამიტომ უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, სავარაუდოდ, რა შედეგები მოჰყვა მას და სავარაუდოდ, რა შეიძლება გამოიწვიოს იმ პროცესმა, რომელსაც სათავე გადიდკაცებულმა მზარეულმა, პრიგოჟინმა“ დაუდო?
- პუტინის ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა არის დაფუძნებული ძალოვანი სტრუქტურების ინსტიტუციურ ფუნქციონირებაზე. ეს გახლავთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტიტუციები. პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა რომ ამ სისტემაში არსებობს ხარვეზები. ეს ხარვეზები სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული და ამ მიზეზთა სპექტრიც ფართოა. ხსენებული სპექტრი არ იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში ხარვეზები-პრობლემების გამოსწორება მოხდება, და შიდასახელმწიფოებრივი ვითარება დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს.
ჩემი აზრით, ხსენებული პრობლემების არსებობა მიუთითებს იმაზე რომ, ამა თუ იმ ფორმით რუსეთი საკმაოდ ახლო მომავალში შევა ტურბულენტურ ფაზაში, სადაც ცვლილებები გარდაუვალია.
თუ ცვლილებების სცენარი განხორციელდა, ის იქნება რუსეთის პოლიტიკური ელიტის შიგნით სხვადასხვა ჯგუფებს შორის გათამაშებული კონკურენტული გარემოს შედეგი, და არა საზოგადოების მიერ დაკვეთილი და განხორციელებული პროცესი
ამიტომ მიმაჩნია რომ პროგოჟინის ამბოხის გაგრძელება იქნება რუსეთის შიდაპოლიტიკური ცვლილებები. ამასთან მიმართებაში მე არა მგონია რომ ეს ცვლილებები დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხს გვაჩვენებს რუსეთში. ყველა ინდიკატორი მიუთითებს საპირისპირო პროცესებზე.
ამიტომ სავარაუდოდ, თუ ცვლილებებია მოსალოდნელი, ჩემი აზრით ეს იქნება უფრო ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ჩაიკეტება თავისი ქვეყნის ფარგლებში და დაიწყებს შიდასახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესებს.
ხალხის რეაქციაც ამბოხის მიმართ ცვლილებების მხარდაჭერაზე მიუთითებს. რამდენად მზადაა რუსეთი ასეთი ცვლილებებისთვის, და რამდენად გააზრებული აქვს მათი ავკარგიანობა ქვეყნის მოსახლეობას ჯერ უცნობია, რადგან რუსეთის ავტორიტარიზმის პირობებში, ღია საზოგადოებრივი მსჯელობა ასეთ საკითხებზე პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს სურვილი, არსებულ ვითარებაში, ხსენებულ თემატიკაზე მსჯელობისა.
გამომდინარე აქედან, თუ ცვლილებების სცენარი განხორციელდა, ის იქნება რუსეთის პოლიტიკური ელიტის შიგნით სხვადასხვა ჯგუფებს შორის გათამაშებული კონკურენტული გარემოს შედეგი, და არა საზოგადოების მიერ დაკვეთილი და განხორციელებული პროცესი
- რუსეთში შიდა არეულობისა და ხელისუფლებისთვის ბრძოლის ფონზე გრძელდება ომი რუსეთ-უკრაინას შორის.
დღეისათვის სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა უფრო მომზადებულად გამოიყურება, ვიდრე რუსეთი. მორალური თვალსაზრისით უპირატესობაც აქვს, რადგან თავის ტერიტორიას იცავს და მას ლამის მთელი მსოფლიო უკრაინას ეხმარება. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელიც კია რომ ეს კრემლში და რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არ ესმოდეთ.
რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის შიდა პოლიტიკაზე?
რა შეიძლება აღმოჩნდეს იმ მყიფე ბალანსის დამრღვევი რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ ახლა რუსეთში „პრიგოჟინის ბუნტის“ შემდეგ ვადევნებთ თვალს?
- რასაკვირველია, ხსენებული პროცესები, პრიგოჟინის ამბოხი და ის რომ ჩვენ ამაზე დღეს ვმსჯელობთ, არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგი.
ბევრჯერ ითქვა რომ უკრაინაში ომი რუსეთის სცენარით არ მიმდინარეობს. ამ სცენარის ვერ განხორციელებამ, რუსეთს შეუქმნა უზარმაზარი პრობლემები, როგორც შიდაპოლიტიკური, ასე ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია უკრაინა დღეს არის რუსეთისთვის უდიდესი ფაქტორიც და პრობლემაც, რომელიც ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროს სწვდება.
უკრაინა დღეს არის რუსეთისთვის უდიდესი ფაქტორიც და პრობლემაც, რომელიც ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროს სწვდება
როცა მსჯელობა მიდის ამა თუ იმ მხარის უპირატესობაზე უკრაინაში მიმდინარე ომში, ბევრი პროფესიონალის თქმით, საომარი მოქმედებები შედის გრძელვადიანი ოპერაციების ფაზაში.
აქედან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომი გადავიდა რესურსების ომში. ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დიდ ხანს დაიკავოს მის ხელთ არსებული პოზიციები ბრძოლის ველზე, და ამავდროულად რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს. უკრაინისთვის კი მნიშვნელოვანია სწრაფი, კარგად დაგეგმილი ოპერაციების მეშვეობით მიაღწიოს რუსული ჯარების განადგურებას.
რუსეთ-უკრაინის ომი გადავიდა რესურსების ომში. ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დიდ ხანს დაიკავოს მის ხელთ არსებული პოზიციები ბრძოლის ველზე, და ამავდროულად რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს. უკრაინისთვის კი მნიშვნელოვანია სწრაფი, კარგად დაგეგმილი ოპერაციების მეშვეობით მიაღწიოს რუსული ჯარების განადგურებას
მომზადების თვალსაზრისით, აშკარაა რომ უკრაინას აკლია საავიაციო ტექნიკა, და შორი მოქმედების რადიუსის სარაკეტო სისტემები. ამის არქონის პირობებში მკვეთრი უპირატესობის მოპოვება ამ ეტაპზე გაძნელებულია. თუმცა ამის მიუხედავად, შედარებით მცირე ძალებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ ლოკალური წინსვლით გარკვეული ტერიტორიების დაბრუნებას.
რაც შეეხება რუსეთის არმიას, მან საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა შედარებითი სიმშვიდე ფრონტის ხაზზე და ააგო საფორტიფიკაციო თავდაცვითი ზღუდეები ფრონტის მთელ სიგრძეზე.
ეშელონირებულმა თავდაცვის ხაზმა რა თქმა უნდა გაუადვილა რუსეთის არმიას თავდაცვითი ოპერაციების წარმოება. თუმცა აღსანიშნავია ის რომ ამის მიუხედავად, მათი ყოველდღიური დანაკარგი საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა უკრაინის მხარემ მოახერხა ლოჯისტიკური მომარაგების ხაზებზე პრობლემის შექმნა რუსი სამხედროებისთვის, რაც დიდი პრობლემების მომასწავებელია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამხედრო ბალანსში არის ის, რომ უკრაინა ელოდება შემდგომ დახმარებას მათ შორის თვითმფრინავების მომარაგების თვალსაზრისით, როცა რუსეთის რესურსი, საბრძოლო მასალის და თანამედროვე ტექნიკის მომარაგებისა და შევსების თვალსაზრისით მცირდება.
არსებული დინამიკა, სამომავლოდ უკრაინის გაძლიერებას უწყობს ხელს და სავარაუდოდ, ახლო მომავალში მიაღწევს წერტილს, როცა მისი გაზრდილი პოტენციალის ფონზე, რუსეთი მას ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას ბრძოლის ველზე.
არსებული დინამიკა, სამომავლოდ უკრაინის გაძლიერებას უწყობს ხელს და სავარაუდოდ, ახლო მომავალში მიაღწევს წერტილს, როცა მისი გაზრდილი პოტენციალის ფონზე, რუსეთი მას ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას ბრძოლის ველზე
ამ თვალსაზრისით, უკრაინისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, რადგან ობიექტურად რუსეთის მძლავრი სარესურსო ბაზასთან გამკლავება ძალიან ძნელი ამოცანაა. მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ომის პირობებში დაწესებული სანქციები ნეგატიურად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე რაც ხელს უწყობს რუსეთის სარესურსო ბაზის შემცირებას.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რუსეთის სახელისუფლებო „ვერტიკალის“ შემადგენელი ნაწილები, და ინსტიტუტები არ შეიძლება არ ხედავდნენ ხსენებულ ნეგატიურ დინამიკას. ამიტომ, ჩემი აზრით, თქვენს მიერ აღნიშნული მოლაპარაკებების სურვილი, უფრო და უფრო იჩენს თავს.
- სავარაუდოდ, რა გავლენა იქონია „პრიგოჟინის ბუნტმა“ რუსეთის მოკავშირეებზე?... თუ კი მას ასეთი დარჩა... რა გავლენა იქონია მომხდარმა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, რომელზეც კონტროლის დამყარებას პრეზიდენტი პუტინის 23 წელია ცდილობდა?
- რუსეთმა დაკარგა გავლენის დიდი ნაწილი მის ტრადიციულ მოკავშირეებზე. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და სომხეთს. რა თქმა უნდა სხვაგვარადაა საქმე ბელორუსთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, ორიოდე წლის წინ რუსეთმა პრაქტიკულად გადაარჩინა ლუკაშენკო პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ მისი მჭიდრო კავშირი რუსეთთან ბუნებრივად აღიქმება არსებულ ვითარებაში.
რაც შეეხება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, მათ გააჩნიათ სრულფასოვანი ალტერნატივა, ერთის მხრივ ჩინეთის სახით და მეორეს მხრივ დასავლეთის სახით.
რაც შეეხება სომხეთს, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სამხედრო-პოლიტიკური კავშირები რუსეთთან კრიზისს განიცდიან. სომხეთი აქტიურად ცდილობს ალტერნატიული მიზიდულობის სივრცე იპოვოს. ამ აქტიურობამ ერთის მხრივ გამოიწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება სომხეთში, მეორე მხრივ ინდოეთთან სამხედრო კავშირების გამყარება.
ძალზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ფაქტია რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარეობს ვაშინგტონში. ეს გახლავთ ნათელი დასტური იმისა რომ ჩვენი რეგიონის ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან სხვა სახელმწიფოები.
ძალზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ფაქტია რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარეობს ვაშინგტონში. ეს გახლავთ ნათელი დასტური იმისა რომ ჩვენი რეგიონის ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან სხვა სახელმწიფოები
ამიტომ, მკვეთრად დასუსტებული რუსეთის პირობებში, მისი მოკავშირეების რაოდენობა და მათი ხარისხი მკვეთრად შემცირდება. გარდა ამისა ეკონომიკური სანქციების გამკაცრება გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვას და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების შემცირებას გარე სამყაროსთან.
ეს კიდევ უფრო გაზრდის რუსეთთან ურთიერთობის რისკებს სხვა სახელმწიფოების მხრიდან, რაც თავის მხრივ გამოიწვევს რუსეთის მოკავშირეების კიდევ უფრო მკაფიო დისტანცირებას.
- ცალკე საუბრის თემაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ბოლო 30 წელია მარტივი არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების ინსპირაცია, შემდეგ ოკუპაცია, საქართველო ბევრ წილად იყო დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე.
უცნაური ისაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. შედეგად, საქართველო უფრო მეტად გახდა რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული.
ორ ქვეყანას შორის აღდგა ფრენები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“.
ახლა ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ახლა საქართველო უფრო რუსეთის მხარესაა, ვიდრე უკრაინის. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის ომის ფონზე გაღრმავებულ რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებს?
- მართალი ბრძანდებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთმა ძალზედ დიდი ზიანი მოგვაყენა საქართველოს. ალბათ არ არსებობს ისეთი ხერხი, რომელიც მან არ გამოიყენა საქართველოს, მისი ხალხის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. შედეგი, როგორც თქვენ ახსენეთ, ოკუპირებული ტერიტორიები, ასობით ათასი დევნილი, ათი ათასობით დაღუპული მოქალაქე, და ნგრევა რომელიც ამ პროცესებს მოჰყვა.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასე ჩანს რომ დღეს, რუსეთს უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე პირიქით. საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, მისი გარე სამყაროსთან კავშირისთვის შეუცვლელი გახდა. რა თქმა უნდა, ამის უკან დიდი საფრთხეებია. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება მეორადი სანქციების საფრთხეს, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალზედ არასასურველი სცენარია.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასე ჩანს რომ დღეს, რუსეთს უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე პირიქით. საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, მისი გარე სამყაროსთან კავშირისთვის შეუცვლელი გახდა... მაგრამ მის უკან დიდი საფრთხეებია. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება მეორადი სანქციების საფრთხეს, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალზედ არასასურველი სცენარია
გარდა ამისა, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის პოლიტიკური გავლენის შემცირების ფონზე, მისი კონცენტრირებული ყურადღება შეიძლება გადავიდეს საქართველოზე, მისი ამჟამინდელი და გაზრდილი მნიშვნელობის გამო. ეს რასაკვირველია, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.
ამავდროულად, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გააქტიურებული და გაღრმავებული ათვისების პროცესი.
აღნიშნული გამოიხატება მაგალითად აფხაზეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მზადებაში, როგორიცაა სოხუმის ბაბუშარას აეროპორტის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომელიც სავარაუდოდ ოლეგ დერიბასკას მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. აგრეთვე სარკინიგზო მაგისტრალისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რაც სატრანზიტო ტვირთების ნაკადის აფხაზეთის გავლით რუსეთში გადაზიდვისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
ამას ემატება რიგი საკანონმდებლო ინიციატივები რომელიც არაკანონიერ, სეპარატისტულ წარმონაქმნს მისცემს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში უფრო ღრმა ინტეგრაციის პერსპექტივას, და ა.შ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ, რუსეთი თავის მიერ საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში დაშვებული მწარე შეცდომების ხაფანგში ეხვევა, და ეს მისთვის ამძაფრებს არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნის პროცესს
ხსენებულიდან გამომდინარე, რუსეთს აქვს ორმაგი დამოკიდებულება თავისი ინტერესების გატარებისთვის საქართველოს მიმართებაში. ერთი მხრივ ის ცდილობს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეს არსებულ ინფრასტრუქტურაზე საქართველოში მისი ოკუპირებულ ტერიტორიების ჩათვლით, ამავდროულად, მეორე მხრივ შეინარჩუნოს ურყევად არსებული და მისივე სამხედრო ძალაზე აგებული სტატუს-კვოს პირობები.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ, რუსეთი თავის მიერ საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში დაშვებული მწარე შეცდომების ხაფანგში ეხვევა, და ეს მისთვის ამძაფრებს არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნის პროცესს.
- წლის დასაწყისში „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „მიუხედავად ობიექტურად არსებული პრობლემებისა, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია რესურსები ხანგრძლივი საომარი კამპანიის საწარმოებლად“.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. უკრაინა ბევრად გაძლიერებული და მომზადებული ჩანს გადამწყვეტი სიტყვა თქვას ბრძოლის ველზე. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ომის წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვს. სამხედრო საქმის კარგი მცოდნეები ამბობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა იქნება "ძალიან ხანგრძლივი" და "ძალიან სისხლიანი".
სხვები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა კიდევ 3-5 წელი გაგრძელდეს. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს ომი მანამდე არ დასრულდება, ვიდრე რუსულ საზოგადოებაში იმპერიალისტურ-შოვინისტური ტენდენციები საზოგადოებრივ აზრში დომინანტური იქნება.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით რაც დღეისათვის უკრაინა-რუსეთის ომში არსებობს, მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდოდ როგორი სცენარებია მოსალოდნელი?
- ნაწილობრივ მე ამ კითხვას უკვე ვუპასუხე. თუმცა, დავამატებდი, რომ საომარი მოქმედებების გაწელვა გამომდინარეობს შეცდომების კასკადიდან რომელზეც უკვე ალბათ შესაძლებელია საუბარი.
რუსეთის შეცდომა იყო ამ ომის არასწორი დაგეგმარება, რამაც გამოიწვია მისი მარცხი შარშან გაზაფხულზე და ამით გამოწვეული უკან დახევა ჩრდილოეთის ფრონტზე.
უკრაინის შეცდომები ალბათ ეხება შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების არასათანადო რაოდენობით დამზადებას ომის წინა წლებში.
რაც შეეხება დასავლეთს, და მის შეცდომებს, ალბათ ეს ეხება 90-იანი წლების პირველ ნახევარს როცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯარების შემცირებისა და ახალი შეიარაღების დამზადების შეზღუდვებზე.
ამ პროცესს სჭირდება დრო... იმედი მაქვს სულ ახლო მომავალში ვითარება და მისი განვითარების მიმართულებები უფრო ცხადი და გასაგები იქნება, მათ შორის დროის თვალსაზრისითაც
ამან ერთობლიობაში გამოიწვია დღევანდელი ვითარება, როდესაც ერთს მხრივ რუსეთს უხდება თავისი გეგმების კორექტირება რადგან ის შეეჯახა ბევრად უფრო დიდ პრობლემებს ბრძოლის ველზე და ამისთვის ის აშკარად არ იყო მზად, მათ შორის რესურსებისა და შეიარაღების თვალსაზრისით.
უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით ახორციელებს თავისი ჯარის ძირეულ რეფორმირებას, რაც საომარი მოქმედებების დროს ურთულესი ამოცანაა. დასავლეთი თავის მხრივ არის გადააზრების პროცესში. მკაფიო გადაწყვეტილებებია მიღებული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სამხედრო წარმოების გაზრდისათვის
ამიტომ არსებულ ვითარებას უკრაინის ფრონტზე მე ვუყურებ ზემოთაღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე. ამ პროცესს სჭირდება დრო. მაგრამ ეს დრო და პროცესები თავის თავად ლოგიკას ექვემდებარება და ვერ გადავა გაუთავებელ მოქმედებაში. იმედი მაქვს სულ ახლო მომავალში ვითარება და მისი განვითარების მიმართულებები უფრო ცხადი და გასაგები იქნება, მათ შორის დროის თვალსაზრისითაც.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























