მჯერა, რომ ჩვენი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდობა მონდომებას არ დააკლებს და როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდს, ისე ცხოვრების ყველა ეტაპს ღირსეულად გაივლის , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას და განათლების ხელმისაწვდომობას.
„ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
მჯერა, რომ ჩვენი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდობა მონდომებას არ დააკლებს და როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდს, ისე ცხოვრების ყველა ეტაპს ღირსეულად გაივლის.
წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ განათლებასა და განვითარებაში.
ჩვენი ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას.
წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ!“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.