გია ვოლსკი - პრეზიდენტი თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია“ - რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის დათმობაა? აბა, უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს, თავზე ბომბები გვეყრებოდეს?

პრეზიდენტი თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია” - რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის დათმობაა? აბა, უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს ბომბები გვეყრებოდეს თავზე?- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რუსეთთან მიმართებით არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ დათმობის პოლიტიკა აქვს და არ არსებობდა არანაირი საბაბი ფრენების აღდგენისთვის.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს ობიექტურობის სურვილს ვერ ატყობს.

„რასაკვირველია, არ ვიზიარებ მის პოზიციას, უკრაინის შემდეგ არ მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, როგორც საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს მეტ დაპირისპირებაში რუსეთთან ეკონომიკური იქნება ეს თუ სამხედრო, ეს არის წინდაუხედავი პოზიცია, რომელსაც მათ შორის, პრეზიდენტი სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკოსად ვიდრე რომის პაპია“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის და სხვა რამეა - დათმობაა? აბა, როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს აკრძალვა ფრენების, სანქციების დაწესება და უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს ბომბები გვეყრებოდეს თავზე, ვიდრე ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში, როცა არ ვმონაწილეობთ საომარ მოქმედებებში? რომელი პოლიტიკა და პოზიციაა მისი გაგებით სწორი? ვფიქრობ საკითხებზე, რომელზეც პრეზიდენტი იჩემებს, რომ აქვს კომპეტენცია, გადახედვას საჭიროებს მისი გუნდის მხრიდან, თუკი სურვილი აქვს, რომ ობიექტური იყოს. ასეთ სურვილს პრეზიდენტს ვერ ვატყობ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე პრეზიდენტის არგუმენტები, სამეზობლოში რომ კამათია გარკვეულ თემაზე, იმას დაემსგავსა”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო