იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

შეკრებილები ითხოვენ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მისი დამქაშები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, ძალიან მალე დასანქცირდებიან, თუ დროზე გონს არ მოეგებიან”.

„ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ დაუყოვნებლივ გაგვცეს მინისტრმა ბრეგაძემ პასუხი, როდის შეუშვებენ ევროკავშირის სამედიცინო მისიას მიხეილ სააკაშვილთან. კიდევ ერთხელ მივმართავ, გააკეთოს კონკრეტული განცხადება, როდის შეუშვებს ევროკავშირის სამედიცინო მისიას, პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან. დრო არ ითმენს, ამიტომ ვითხოვთ პასუხს რატი ბრეგვაძისგან. ის და მისი დამქაშები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ ძალიან მალე დასანქცირდებიან, თუ დროზე არ მოეგებიან გონს", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები - “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში