ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას - გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი პრობლემებია ქვეყანაში

„ქართული ოცნება" არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას - გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან, სამ გოჭს და წითელქუდას მაშინ, როცა მნიშვნელოვანი პრობლემებია ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, სადაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის დამოკიდებულებას აფასებს.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია რუსეთის დასუსტება, რასაც "ქართული ოცნება " არ გულშემატკივრობს და ეს აჩვენა კობახიძის განცხადებამაც.

„გამოგონილი თემებით ცდილობს "ქართული ოცნება" გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდის კუთხით, ასეთი ინტოქსიკაცია მოახდინოს ადამიანების. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც იყო, ეს იყო რუსეთის დასუსტება და რა თქმა უნდა, ის, რომ "ქართული ოცნება" არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, ეს იყო სწორედ კობახიძის განცხადება. ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ესაა კობახიძის პროპაგანდა, გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან მაგალითად, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“, იმ დროს, როცა გვაქვს სერიოზული პრობლემები საქართველოში”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრიგოჟინს გულშემატკივრობდა“.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით