ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია - ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს წელს სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია - ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ შეუერთდა. მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების ეკო კლუბის წევრებმა, ავთანდილ გაბრიჭიძის ვენახში მოწყობილი მზის ენერგიის პანელი დაათვალიერეს. მეღვინე მზის პანელით გამომუშავებული ენერგიის დახმარებით ოზონატორს ამუშავებს და ვენახს ეკოლოგიურად სუფთა, ოზონირებული წლით რწყავს.

„სკოლის მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მდგრადი ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ თავმჯდომარემ გურამ ავქოფაშვილმა კი ეკო კლუბის წევრებს მეღვინეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და სოფლის მეურნეობაში განახლებადი ენერგიის გამოყენების უპირატესობებზე უამბო.

მდგრადი ენერგეტიკის დღე ველოტურით დასრულდა. ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანებმა ველოსიპედებით სტარტი აიღეს და ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი გაიარეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმაც მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება